ორგანიზაციის მისია
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC) ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2017 წელს დაარსდა. ორგანიზაციის მისიაა დემოკრატიულ ღირებულებებსა და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა.
GMC-ის მედია პროექტია „ფლანგვის დეტექტორი“, რომელიც ავლენს სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასა და შესაძლო კორუფციის შემთხვევებს. ამ თემებზე ორგანიზაციას დაარსებიდან დღემდე გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია, პუბლიკაცია და საგამოძიებო მასალა.

