რატომ აგვიანებს ბაღების რეაბილიტაცია?

  • 100-ზე მეტი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაგვიანებით სრულდება.
  •  მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ 70-ზე მეტ ტენდერში სამუშაოებივადების გადაწევით მიმდინარეობს.
  • გადავადების ხანგრძლივობა ზოგიერთ შემთხვევაში 2 წლამდე აღწევს
  • ხარჯი 320 მილიონ ლარს აჭარბებს, სახელმწიფოს კი უკვე გადახდილი აქვს 160 მილიონი ლარი.
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მსგავსი პრობლემები სკოლებისმშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამაშიც გამოავლინა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2025 წლის 30 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშშიგანხილული იყო „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ საჯარო სკოლებისმშენებლობა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პრობლემები.

ერთ-ერთი მიგნების თანახმად, სკოლების რეაბილიტაციის პროექტები ხშირად შედგენილიარეალურად შესასრულებელ სამუშაოებთან მნიშვნელოვანი შეუსაბამობებით. შედეგად,რეაბილიტაცია გვიანდებოდა, რაც თავის მხრივ, მრავალ გამოწვევას ქმნიდა — მაგალითად,მოსწავლეების სხვა სკოლებში გადანაწილებას, მოულოდნელ ხარჯებს და ა.შ.

„ფლანგვის დეტექტორმა“ შეისწავლა 2023–2024 წლებში მუნიციპალური განვითარების ფონდისმიერ გამოცხადებული ტენდერები, რომლებიც ამჯერად საბავშვო ბაღებს ეხებოდა.

შედეგად, აღმოჩნდა, რომ აუდიტის მიერ გამოვლენილი ნაკლოვანებები საბავშვო ბაღებთანდაკავშირებულ ტენდერებშიც ფართოდ გვხვდება. გამოვლენილია 70-ზე მეტი ტენდერი, სადაცსამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადები გადაიწია.

დაგვიანებები ხშირად გამოწვეული იყო დოკუმენტაციის რეალობასთან შეუსაბამობით.კონტრაქტორებს ადგილზე ხშირად ხვდებოდათ მოულოდნელი გარემოებები. მაგალითად, ასეთიდაბრკოლებები იყო:

  • სამშენებლო მოედანზე არსებული კომუნიკაციების (ბუნებრივი გაზის მილები,ელექტროგადამცემი ხაზები, მაღალი ძაბვის ქვესადგური) გადატანის საჭიროება;
  • ძველი ნაგებობებისა და საძირკვლების დემონტაჟი;
  • მიწისქვეშა წყლებისა და გაუმართავი სანიაღვრეების გამო დამატებითი დრენაჟისპროექტირება და მოწყობა;
  • მიმდებარე, უფრო მაღალი ნიშნულის ნაკვეთებიდან ჩამონადენი;
  • სამუშაოების მიმდინარეობისას დამკვეთის მოთხოვნით შესრულებული პროექტისკორექტირებები და რეექსპერტიზის ციკლები;
  • მრავალსუბიექტიანი ნებართვების/შეთანხმებების ხანგრძლივი პროცედურები;
  • მიწის ნაკვეთის ხელმისაწვდომობის, საკადასტრო კოდების ან თავად ლოკაციის ცვლილებები(ზოგჯერ ადგილობრივი საზოგადოების წინააღმდეგობის ფონზე);
  • არახელსაყრელი ამინდი და სეზონურობით გამოწვეული შეფერხებები.

აღნიშნული ჩამონათვალი სრულად არ მოიცავს სამუშაოების შესრულების გადავადების ყველამიზეზს. კონკრეტულ ტენდერებში მიზეზები განსხვავდებოდა, თუმცა უმეტესწილად ისინიმიუთითებდა პროექტების არასწორ დაგეგმვაზე.

ზოგადად, დაგვიანებების ხანგრძლივობა 5 თვიდან 2 წლამდე მერყეობდა. ვინაიდან საქმესაბავშვო ბაღებს ეხება, ასეთი გადავადებები დამატებით მრავალ პრობლემას წარმოშობს.

„ფლანგვის დეტექტორმა“ „მუნიციპალური განვითარების ფონდს“ მიმართა აღნიშნული ტენდერებისთაობაზე და სთხოვა დაზუსტება, დასრულებული იყო თუ არა ისინი. ფონდის პასუხით ირკვევა, რომქვემოთ განხილული ტენდერები მართლაც დაუსრულებელია, რის გამოც ფონდი სამუშაოებისმიწოდების ვადების გადაწევაზე მუშაობს.

გადავადებული ტენდერების ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 320 მილიონ ლარსაღემატება. ბოლო ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდს კონტრაქტორიკომპანიებისთვის უკვე გადახდილი აქვს დაახლოებით 160 მილიონი ლარი.

წარმოგიდგენთ ტენდერებს, რომლებიც პირობითად დაყოფილია სამ კატეგორიად: მიმდინარე,დაგვიანებით დასრულებული და შეწყვეტილი.

მიმდინარე ტენდერები

მიმდინარე ტენდერების კატეგორიაში გამოყოფილია ოთხი ქვეკატეგორია დასრულების ვადისგადავადების მიხედვით:

  • ტენდერები 10 თვემდე დაგვიანებით — 27 საბავშვო ბაღი;
  • ტენდერები 11–12 თვის დაგვიანებით — 22 საბავშვო ბაღი;
  • ტენდერები 13–14 თვის დაგვიანებით — 12 საბავშვო ბაღი;
  • ტენდერები 1 წელსა და 3 თვიდან 2 წლამდე დაგვიანებით — 33 საბავშვო ბაღი.

საერთო ჯამში, მიმდინარე ტენდერები 94 საბავშვო ბაღს ეხება. სამუშაოების ჯამური ღირებულება215 მილიონი ლარია, ხოლო სახელმწიფოს უკვე გადახდილი აქვს 132.4 მილიონი ლარი.

დაგვიანებით დასრულებული ტენდერები

ამ კატეგორიაში შესული ტენდერები დასრულებულია, თუმცა სამუშაოები შესრულდა მხოლოდვადების გახანგრძლივების შემდეგ. დაგვიანებით დასრულებული ტენდერების ჯამური ღირებულება32.4 მილიონი ლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფოს უკვე გადახდილი აქვს 30 მილიონი ლარი.აღნიშნულ კატეგორიაში 14 საბავშვო ბაღთან დაკავშირებული ტენდერია.

შეწყვეტილი ტენდერები

ამ კატეგორიაში მოხვდა ტენდერები, რომლებიც მუნიციპალური განვითარების ფონდმაცალმხრივად შეწყვიტა. შეწყვეტილი ტენდერების ჯამური ღირებულება 73.5 მილიონ ლარსშეადგენდა. შეწყვეტის მთავარ მიზეზად სახელდებოდა კონტრაქტორი კომპანიების მხრიდანვადების უხეში დარღვევა — როგორც საპროექტო, ასევე სამშენებლო ნაწილში.

დასკვნა

საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული მიმართულებაა, რომელიც უშუალოდ ბავშვების განათლებასა და ყოველდღიურ კეთილდღეობას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ ამ პროექტებზე ასობით მილიონი ლარი გამოყო და უკვე მნიშვნელოვანი თანხებიც გადაიხადა, სამუშაოების დიდი ნაწილი დროულად ვერ სრულდება.

სამუშაოების ხარვეზებით დაგეგმვა და კონტრაქტორების მიერ ვადების ხშირი დარღვევა მიუთითებს არა ერთჯერად შეცდომებზე, არამედ სისტემურ პრობლემებზე. სწორედ ამ ხარვეზების გამო ბავშვების ნაწილი ბაღების გარეშე რჩება, ხოლო ბიუჯეტიდან გადახდილი თანხები არაეფექტიანად იხარჯება.

კვლევის მიგნებები აჩენს აუცილებლობას, რომ მუნიციპალურმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადახედოს ტენდერების დაგეგმვის, კონტროლისა და შესრულების პროცესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია, გაგრძელდს იგივე ტენდენცია: სახელმწიფო გადაიხდის მილიონებს, მაგრამ სამუშაოები დროულად ვერ შესრულდება.

* ინფორმაცია განახლებულია 2025 წლის 11 სექტემბრის მონაცემებით.

** მიმდინარე ტენდერად ითვლება ის ტენდერი, რომლის დოკუმენტაციაში საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, ან ისეთი გადახდის დოკუმენტი არ არის ატვირთული, რომელშიც აღნიშნულია რომ სამუშაოები სრულად არის შესრულებული.

წყაროები:

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში

ტენდერების ჩამონათვალი: 

NAT230004852 – საბავშვო ბაღები ახმეტისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში (ჩუმლაყი, ნანიანი, ყვარელწყალი)  

NAT230005077 – საბავშვო ბაღები აბაშის მუნიციპალიტეტში (სამიქაო, კეთილარი, ნაესაკოვო, სუჯუნა)  

NAT230005787 – საბავშვო ბაღები ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ალავერდი, ცხენთარო, ფუთი, ძირული)  

NAT230007161 – საბავშვო ბაღები წალკის მუნიციპალიტეტში (თრიალეთი, კაბური)  

NAT230007162 – საბავშვო ბაღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ვაშლოვანი, ორბეთი)  

NAT230007383 – საბავშვო ბაღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში (ძიმითი, მთისპირი, მაკვანეთი, ბოხვაური)  

NAT230007722 – საბავშვო ბაღები კასპის მუნიციპალიტეტში (ლამისყანა, მეტეხი, ახალციხე)  

NAT230007831 – საბავშვო ბაღი დუშეთის მუნიციპალიტეტში (აბანოსხევი)  

NAT230008085 – საბავშვო ბაღი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (ლამბალო)  

NAT230008086 – საბავშვო ბაღი თელავის მუნიციპალიტეტში (ნაფარეული)  

NAT230008088 – საბავშვო ბაღი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (ბაკურიანი)  

NAT230008282 – საბავშვო ბაღები დმანისის მუნიციპალიტეტში (ირგანჩაი, ამამლო)  

NAT230008466 – საბავშვო ბაღები მარნეულის მუნიციპალიტეტში (მარნეული, წერეთი, შულავერი)  

NAT230008469 – საბავშვო ბაღი ბოლნისის მუნიციპალიტეტში (კაზრეთი)  

NAT230008484 – საბავშვო ბაღი ქალაქ რუსთავში  

NAT230008638 – საბავშვო ბაღი ქალაქ სამტრედიაში  

NAT230010225 – საბავშვო ბაღი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში (ჯაფარიძე/სამრეკლო)  

NAT230010228 – საბავშვო ბაღი სიღნაღის მუნიციპალიტეტში (ქვემო მაღარო)  

NAT230010232 – საბავშვო ბაღი გურჯაანის მუნიციპალიტეტში (კოლაგი)  

NAT230010238 – საბავშვო ბაღი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (ქალაქი საგარეჯო)  

NAT230010461 – საბავშვო ბაღები ქარელის მუნიციპალიტეტში (აბანო, ქვენატკოცი)  

NAT230011258 – საბავშვო ბაღი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში (ოქტომბერი)  

NAT230011406 – საბავშვო ბაღი ქარელის მუნიციპალიტეტში (რუისი) 

NAT230012341 – საბავშვო ბაღები დუშეთის მუნიციპალიტეტში (ანანური, ფასანაური)  

NAT230012343 – საბავშვო ბაღი ახმეტის მუნიციპალიტეტში (მატანი)  

NAT230015000 – საბავშვო ბაღები ქალაქ რუსთავში (N23, N31) 

NAT230015002 – საბავშვო ბაღები ბოლნისის მუნიციპალიტეტში (ტანძია, ქვემო ბოლნისი)  

NAT230015657 – საბავშვო ბაღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში (ქალაქი ოზურგეთი N3, ქვემო ნატანები)  

NAT230016277 – საბავშვო ბაღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ნიკორწმინდა, ჭრებალო)  

NAT230016628 – საბავშვო ბაღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში (კახათი/რწმენა, რიყე)  

NAT230016750 – საბავშვო ბაღები აბაშის მუნიციპალიტეტში (ქალაქი აბაშა N1, მაიდანი, მარანი)  

NAT230017648 – საბავშვო ბაღები ხობის მუნიციპალიტეტში (ნოჯიხევი N2, საჯიჯაო)  

NAT230018638 – საბავშვო ბაღები ქუთაისში (N26, N29)  

NAT230018832 – საბავშვო ბაღი საჩხერის მუნიციპალიტეტში (სავანი)  

NAT230019003 – საბავშვო ბაღები მცხეთის მუნიციპალიტეტში (მცხეთა N3, ძეგვი, საგურამო)  

NAT230019139 – საბავშვო ბაღები ადიგენის მუნიციპალიტეტში (უდი N1, არალი)  

NAT230019416 – საბავშვო ბაღები ახალქალაქში (N1, N2)  

NAT230021792 – საბავშვო ბაღები ფოთში (N10, N11, N16)  

NAT230021797 – საბავშვო ბაღები მარტვილის მუნიციპალიტეტში (თამაკონი/პირველი ნამიკოლაო, სერგიეთი, ნაჯახაო)  

NAT230021798 – საბავშვო ბაღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში (ნარაზენი N2, ცაცხვი)  

NAT230022289 – საბავშვო ბაღი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (ბადიაური)  

NAT230022612 – საბავშვო ბაღი ხაშურში (N3)  

NAT230024496 – საბავშვო ბაღები სიღნაღში (N1, წნორი)  

NAT230005078 – საბავშვო ბაღები სენაკის მუნიციპალიტეტში (ფოცხო, ძველი სენაკი, ლეძაძამე)  

NAT230005119 – საბავშვო ბაღები მარტვილის მუნიციპალიტეტში (გაჭედილი, გურძემი, პირველი კიწია)  

NAT230007221 – საბავშვო ბაღი ხონის მუნიციპალიტეტში (მათხოჯი) 

NAT230008467 – საბავშვო ბაღი ნინოწმინდაში (ქალაქი ნინოწმინდა)  

NAT230010226 – საბავშვო ბაღი ახალციხის მუნიციპალიტეტში (მუსხი)  

NAT230010379 – საბავშვო ბაღი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში (გულიანი)  

NAT230010382 – საბავშვო ბაღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში (ჩადუნიანი, მსხალგორი)  

NAT230011408 – საბავშვო ბაღი ქარელის მუნიციპალიტეტში (ურბნისი)  

NAT230011412 – საბავშვო ბაღი ადიგენის მუნიციპალიტეტში (ქვემო ენთელი)  

NAT230011417 – საბავშვო ბაღი ადიგენის მუნიციპალიტეტში (უდე) 

NAT230011634 – საბავშვო ბაღი კასპის მუნიციპალიტეტში (ახალქალაქი)  

NAT230012349 – საბავშვო ბაღი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში (ოდიში)  

NAT230015004 – საბავშვო ბაღი გარდაბნის მუნიციპალიტეტში (ლემშვენიერა N1)  

NAT230016426 – საბავშვო ბაღები თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში (რუისპირი, ზემო ალვანი)  

NAT230016463 – საბავშვო ბაღი გურჯაანის მუნიციპალიტეტში (ვაჩნაძიანი)  

NAT230016468 – საბავშვო ბაღი ყვარელის მუნიციპალიტეტში (ენისელი)  

NAT230020134 – საბავშვო ბაღი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში (კონჭკათი)  

NAT230003140 – საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ხონის მუნიციპალიტეტში (გორდი, ს/კ № 37.02.31.090)  

NAT230007526 – საბავშვო ბაღები სიღნაღის მუნიციპალიტეტში (ვაქირი, ტიბაანი)  

NAT230007815 – საბავშვო ბაღი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბაზალეთი)  

NAT230008464 – საბავშვო ბაღი ბოლნისის მუნიციპალიტეტში (მამხუთი)  

NAT230011564 – საბავშვო ბაღი ქარელის მუნიციპალიტეტში (დვანი) 

NAT230004673 – საბავშვო ბაღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში (4 სოფელი)  

NAT230007387 – საბავშვო ბაღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში (ქალაქი ოზურგეთი, გურიანთა, მერია, შრომა)  

NAT230019002 – საბავშვო ბაღები მცხეთის მუნიციპალიტეტში (გალავი, მისაქციელი) და ახალგორის მუნიციპალიტეტში (წეროვნის ბაგა-ბაღი)  

NAT230019442 – საბავშვო ბაღები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში (განძი, დიდი გონდრიო)  

NAT230022288 – საბავშვო ბაღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში (ქალაქი დედოფლისწყარო N2, ზემო ქედი N1)  

NAT230022517 – საბავშვო ბაღები გორის მუნიციპალიტეტში (შინდისი, ტირძნისი)  

NAT230022554 – საბავშვო ბაღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში (ჩოხატაური N1 საბავშვო ბაღი, ჩოხატაური N1 ბაგა-ბაღი)  

NAT230022799 – საბავშვო ბაღები ახალციხის მუნიციპალიტეტში (ქალაქი ახალციხე N1 ბაგა-ბაღი, პამაჯი N1 ბაგა-ბაღი)  

NAT230022800 – საბავშვო ბაღი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში (ქალაქი ახალქალაქი N3)  

NAT230023912 – საბავშვო ბაღები ქალაქ ბათუმში (N18, N23, N29) 

NAT230024494 – საბავშვო ბაღები თიანეთის მუნიციპალიტეტში (თიანეთი N1, ახალსოფელი, თუშურები, ნაქალაქარი, სიმონიანთხევი)  

მსგავსი სტატიები