ვინ არიან ოცნებასთან დაახლოებული მეღვინეები, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობით ხეირობენ?

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარი-ივნისის თვეებში საქართველოდან რუსეთში ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტმა $111,122,200 შეადგინა. წინა წლის ამავე თვეებში ექსპორტი სულ $81,808,800 იყო. შესაბამისად, ექსპორტის ზრდა (პროდუქტის ჯამური ღირებულების მიხედვით) დაახლოებით 36% იყო. 

აღნიშნული ზრდის მაჩვნებელი შესაძლებელია აიხსნას იმ გარემოებითაც, რომ 1-ელი მაისიდან რუსეთის ფედერაციაში ღვინის აქციზი 3-ჯერ გაიზარდა, ამიტომ ღვინის ექსპორტიორი კომპანიები შეეცადნენ, მაისამდე გაეტანათ პროდუქტები რუსეთში. მაისსა და ივნისში კი შემცირდა ექსპორტის მოცულობა, როგორც ტონობით, ასევე აშშ დოლარით. 

რუსეთში ქართული ღვინის მაღალი ექსპორტის პრობლემურობის შესახებ ხელისუფლების ოფიციალური პირებიც საუბრობენ, მაგალითად, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, აღნიშნა, რომ რუსულ ბაზარზე ჭარბი დამოკიდებულება ცუდია. 

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო ზოგიერთ ანგარიშში არ ახსენებს რუსეთის ფედერაციას, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ღვინის ბაზარზე რუსეთზე დღემდე დამოკიდებულია. რუსეთი არ არის ნახსენები არც 2023 წლის ანგარიშში, არც 2024 წლის პირველი კვარტალის, არც 2024 წლის მეორე კვარტალის ანგარიშებში. 

რაც შეეხება ღვინის მთავარ ექსპორტიორ კომპანიებს რუსეთში, „ფლანგვის დეტექტორმა“ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია ღვინის ეროვნული სააგენტოდან. 2024 წლის იანვარი-ივლისის თვეებში რუსეთის ფედერაციაში უმსხვილესი ექსპორტიორები:

კვლევისას აღმოჩნდა, რომ უმსხვილესი ექსპორტიორი ათი კომპანიიდან შვიდის მფლობელი ან/და დირექტორი „ქართული ოცნების“ შემომწირველია:

აღნიშნული კომპანიები მსხვილი ბენეფიციარები არიან როგორც შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში თანადაფინანსებების, ასევე სუბსიდიების. დამატებით, 2024 წელსაც, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, რთველის სუბსიდირება გაგრძელდება და ჯამში 85 მილიონი ლარი დაიხარჯება

წარმოგიდგენთ „ქართული ოცნების“ შემომწირველი კომპანიების მოკლე პროფილს:

დუგლაძეების ღვინის კომპანია 

რუსეთში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება: $15,066,433

2021-2023 წლებში აგროკრედიტი: ₾1,733,273

2022-2023 წლებში სუბსიდიები: ₾1,288,038.8

მფლობელები: დეპუტატი ზაალ დუგლაძე, ალექსანდრე ივანიშვილი (ბიძინა ივანიშვილის ძმა)

წლების განმავლობაში ძმებმა დუგლაძეებმა და ივანიშვილის ძმა „ქართულ ოცნებას“ ჯამში 717 768 ლარი შესწირა.  2022 წელს გამოქვეყნებული ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის მოგება 6 718 940 ლარი იყო. 

კახური ტრადიციული მეღვინეობა 

რუსეთში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება: $10,188,419

2021-2023 წლებში აგროკრედიტი: ₾ 2,828,945

2022-2023 წლებში სუბსიდიები: ₾ 4,082,780

მფლობელი: ზურაბ ჩხეიძე – ოცნების შემწირველი და ე.წ. რუსული კანონის საჯაროდ მხარდამჭერი. 

„კახური ტრადიციული მეღვინეობის“ მფლობელი და დირექტორი ზურაბ ჩხაიძეა, რომელსაც „ქართული ოცნებისთვის“ ჯამში 240 000 ლარი აქვს შეწირული. 2022 წელს კომპანიის მოგება 16,491,537 ლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჩხაიძემ საჯაროდ მხარი დაუჭირა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. 

ასკანელი ძმები

რუსეთში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება: $9,903,996

2021-2023 წლებში აგროკრედიტი: ₾ 1,859,758

2022-2023 წლებში სუბსიდიები: ₾ 1,254,557

მფლობელი: გოჩა ჩხაიძე – რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე

დირექტორი: ირაკლი უგლავა – ქართული ოცნების შემწირველი

სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: ჯიმშერ ჩხაიძე (შემწირველი) და ნატალია სტროგანოვა (რუსეთის მოქალაქე)

„ასკანელი ძმების“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჯიმშერ ჩხაიძე, და დირექტორი, ირაკლი უგლავა, ქართული ოცნების შემომწირველები არიან. დამატებით, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ნატალია სტროგონოვა რუსეთის მოქალაქეა. თავად მფლობელი გოჩა ჩხაიძე კი საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონეა. 

2022 წელს „ასკანელი ძმების“ შემოსავალი 18,666,467 ლარი იყო. 

GVMT Group 

რუსეთში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება: $6,183,984

2021-2023 წლებში აგროკრედიტი: ₾ 561,356

დირექტორი: გიორგი ბოლოთაური – ოცნების შემწირველი

მფლობელი: ვახტანგ კარიჭაშვილი – უჩა მამაცაშვილის პარტნიორი და რუსეთის ორმაგი მოქალაქე. 

„GVMT Group-ის“ მფლობელი ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე ვახტანგ კარიჭაშვილია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს-პარტნიორიცაა. კომპანიის დირექტორი, გიორგი ბოლოთაური, ქართული ოცნების შემომწირველია. 2022 წელს კომპანიის შემოსავალი 8,569,246 ლარი იყო

შალვინო

რუსეთში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება: $4,929,595

2021-2023 წლებში აგროკრედიტი: ₾218,571

2022-2023 წლებში სუბსიდიები: ₾147,331

მფლობელები: ლევან და შალვა გვარამიძეები – ქართული ოცნები შემწირველები

„შალვინოს“ მფლობელები ლევან და შალვა გვარამიძეები არიან. შალვა გვარამიძემ მმართველ პარტიას 30 000 ლარი, ხოლო ლევან გავარამიძემ 15 000 ლარი შესწირა. კომპანიის შემოსავალი 3,334,991 ლარს შეადგენდა 2022 წელს. 

წინანდლის ძველი მარანი 

რუსეთში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება: $4,671,791

2021-2023 წლებში აგროკრედიტი: 738,877₾

2022-2023 წლებში სუბსიდიები: 1,060,792.25₾

მფლობელი: ნანი მენაბდიშვილი – ქართული ოცნების მსხვილი შემწირველი

დირექტორი: შალვა ახობაძე – ქართული ოცნების შემწირველი

კომპანიის 100% წილის მფლობელი ნანი მენაბდიშვილია, რომელმაც ქართულ ოცნებას ჯამში 180,000 ლარი შესწირა. „წინანდლის ძველი მარნის“ დირექტორმა, შალვა ახობაძემ, კი მმართველ პარტიას 10 000 ლარი შესწირა. „წინანდლის ძველი მარნის“ შემოსავალი 2022 წელს 21,721,372 ლარი იყო.

კომპანია ბესინი

რუსეთში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება: $3,935,336

დირექტორები: კობა ტუღუში და არჩილ ლობჟანიძე – ქართული ოცნების შემწირველები

„კომპანია ბესინის“ ორმა დირექტორმა, კობა ტუღუშმა და არჩილი ლობჟანიძემ, „ქართულ ოცნებას“ ჯამში 47 000 ლარი შესწირა. კომპანიის 100% წილის მფლობელი თორნიკე ტუღუშია. 

შეჯამება

2024 წლის იანვარი-ივლისის თვეებში საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში დაახლოებით 122 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანეს. იმის ფონზე, რომ უმსხვილეს ექსპორტიორთა შორის კომპანიების უმეტესობა „ქართული ოცნების“ შემომწირველია და პარალელურად ისინი მთავრობისგან მსხვილი სუბსიდიებისა და შეღავათების ბენეფიციარები არიან, იკვეთება მჭიდრო და მკაფიო კავშირი ქართულ ბიზნესსა (ამ შემთხვევაში ღვინის) და ხელისუფლებას შორის.  

წყაროები: 

საქსტატი – საქონლით საგარეო ვაჭრობა საქართველოში – 2024 წლის იანვარი-ივნისი (წინასწარი შედეგები)

ღვინის ეროვნული სააგენტო – 2023 წლის ანგარიში

ღვინის ეროვნული სააგენტო – 2024 წლის I კვარტალის ანგარიში

ღვინის ეროვნული სააგენტო – 2024 წლის II კვარტალის ანგარიში

Bm.ge –  6 თვეში ღვინის ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა, თუმცა მაის-ივნისში გაყიდვები შემცირდა 

Bm.ge –  ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი $140 მლნ-მდე გაიზარდა, მხოლოდ მაისში გაყიდვები შემცირდა – რატომ? 

Bm.ge –  ღვინის ინდუსტრიის შემოსავლები & გამოწვევები (H1/2024) – სად ვყიდით ქართულ ღვინოს? 

Bm.ge საქართველო რუსეთში ღვინის ექსპორტიორ ქვეყანათა TOP-3-ეულშია – AAWE 

Bm.ge –  ღვინის ექსპორტის ზრდა კარგია… რუსულ ბაზარზე ჭარბი დამოკიდებულება – ცუდი – მინისტრის მოადგილე 

Bm.ge – ღვინის სააგენტომ ექსპორტის 6 თვის სტატისტიკა მთავარი ბაზრის – რუსეთის გარეშე გამოაქვეყნა 

რა პირობებით მოხდება “რთველი 2024”-ის სუბსიდირება? – განკარგულება 

მსგავსი სტატიები