დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენრი (NCDC) ჯანდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც საქართველოში 1996 წლიდან არსებობს და მისი მიზანია “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის უზრუნველყოფა”.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა მეტი ცნობადობა 2020 წელს, მას შემდეგ მოიპოვა, რაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია დაიწყო. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კორონავირუსის პანდემიის გარდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს, სხვა – მიმდინარე და ყოველწლიური პროგრამები არ აქვს, რომლებზეც სხვადასხვა რაოდენობის თანხაა გამოყოფილი და ასევე, სხვადასხვა რაოდენობის ადამიანური რესურსი იხარჯება.
ფლანგვის დეტექტორი დაინტერესდა, 2018 წლიდან 2024 წლის აპრილამდე, რამდენი შტატიანი და შტატგარეშე თანამშრომელი იყო და არის დასაქმებული დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ასევე, ამავე წლებში, რამდენი ავტომობილი ირიცხებოდა ცენტრის ავტოპარკში, მათგან რამდენი იყო გაპიროვნებული თანამდებობის პირებზე და ჯამურად, რა რაოდენობას შეადგენს დახარჯული საწვავი.
ადამიანური რესურსი და ხელფასები
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში შტატიანი თანამშრომლების რიცხვი 2018 წლიდან 2024 წლამდე რადიკალურად არც ერთ წელს არ შეცვლილა. Აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ გამოკვლეულ თითოეულ წელს, ბრძანებით დამტკიცებულ თანამშრომელთა რიცხვი აღემატებოდა ფაქტიურად დასაქმებულების რაოდენობის რიცხვს, თუმცა განსხვავება მაქსიმუმ 15 ადამიანამდე მერყეობდა.
აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი ადამიანი – 296 თანამშრომელი 2023 წელს მუშაობდა, ხოლოდ ყველაზე ნაკლები – 285 ადამიანი 2020 წელს მუშაობდა.
2023 წელს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ყველაზე მეტი შტატიანი ადამიანი მუშაობა თანამდებობრივი სარგოს ჯამურ რაოდენობაშიც აისახა, რომელმაც ზემოთ მოყვანილი პერიოდის განმავლობაში პიკს სწორედ 2023 წელს მიაღწია და 4,341,719 ლარი შეადგინა.
წლების მიხედვით მხოლოდ შტატიანი თანამშრომლებისთვის გაცემული თანამდებობრივი სარგოს მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:
გარდა თანამდებობრივი სარგოსი, აღნიშნული წლების განმავლობაში შტატიანი თანამშრომლებისთვის გაიცემოდა თანხა ჯილდოსა და დანამატის სახით. ყველაზე მეტი – 224,575 ლარი ჯილდოს სახით NCDC-ის თანამშრომლებმა 2019 წელს მიიღეს, ჯამურად კი 2019 წლიდან 2023 წლის ჩათვლით ჯილდოს სახით ნახევარ მილიონ ლარზე მეტი – 582,812 ლარი გაიცა. ცენტრის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჯილდო არ გაცემულა 2018 და 2024 (აპრილამდე) წლებში.
ჯილდოსგან განსხვავებით, ყველაზე მეტი დანამატი ჯამურად დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში 2021 წელს გაიცა – 226,850 ლარი. NCDC-ის ცნობით, დანამატები არ გაცემულა 2018, 2022 და 2024 (აპრილამდე) წლებში, ხოლო 2019-2021 წლებში და 2023 წელს დანამატების ჯამურმა რაოდენობამ 437,990 ლარი შეადგინა.
გამოდის, რომ 5 წლის განმავლობაში გაცემულმა დანამატებისა და ჯილდოების ჯამურმა თანხამ მილიონ ლარს გადააჭარბა და 1,020,802 ლარი შეადგინა.
შტატიანი თანამშრომლების გარდა, NCDC-ში ასევე არიან დასაქმებულები შტატგარეშე თანამშრომლების არც თუ ისე მცირე რაოდენობა.
NCDC-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შტატგარეშე თანამშრომლები სხვადასხვა პროგრამაზე არიან დასაქმებულები, მათგან უმეტესობა ყოველწლიურია. მაგალითისთვის, 2018 წლიდან – დღემდე, ყოველ წელს გვხვდება შემდეგი პროგრამები: “უსაფრთხო სისხლი”, “ჰეპატიტის მართვა”, “ტუბერკულოზის მართვა”, “დაავადებათა კონტროლისა და ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების პროგრამის მართვა”, საგრანტო პროექტები და გლობალური ფონდი. აღნიშნულ პროგრამებში და როგორც აღმოჩდა, საგარანტო პროექტებში, NCDC-ის შტატგარეშე თანამშრომლები ჰყავს დასაქმებული. ყველაზე მეტი შტატგარეშე თანამშრომელი ცენტრში 2021 წელს მუშაობდა, როდესაც კორონავირუსის პანდემია მიმდინარეობდა და მასზე ფოკუსირებული სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა.
Მიუხედავად აღნიშნული მაჩვენებლისა, ჯამურად ყველაზე მაღალი ხელფასი – 714,438 ლარი, რაშიც შედის აღნიშნულ პერიოდში ჯამურად ყველაზე მეტი ჯილდო – 44,800 ლარი, შტატგარეშე თანამშრომლებმა 2023 წელს აიღეს.
ჯამურად, შტატგარეშე თანამშრომლების მიღებული ხელფასი 7 არასრული წლის განმავლობაში 3,430,322 ლარია.
Რაც შეეხება ჯილდოებისა და დანამატების ჯამურ რაოდენობას, ზემოთ აღნიშნულ პერიოდში შტატგარეშე თანამშრომლებისთვის ჯილდოს სახლით ჯამში 188,405 ლარი გაიცა, ხოლო დანამატები მხოლოდ 2019 და 2023 წლებშია გაცემული, რამაც 7,805 ლარი შეადგინა.
გამოდის, რომ 2018-2024 (აპრილამდე) წლებში NCDC-ში შტატიანი და შტატგარეშე თანამშრომლებისთვის თანამდებობრივი სარგოს სახით ჯამში 22,952,006 მილიონი ლარი გაიცა.
ავტომობილები და საწვავი:
სახელმწიფო სტრუქტურებსა და მათ დაქვემდებარებაში არსებულ სსიპ-ებს წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტი ავტომობილი ემსახურება. მათ შორის, ხშირად იზრდება გაპიროვნებული ავტომობილების რაოდენობაც. ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება საწვავის ხარჯებიც.
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, “ფლანგვის დეტექტორმა” ამჯერად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან (NCDC) გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ავტომობილი ემსახურებოდა ცენტრს 2018-2024 წლებში და რამდენი ლარის საწვავს ყიდულობს NCDC წლიდან წლამდე.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2024 წელს ცენტრს საერთო ჯამში 51 ავტომობილი ემსახურება, მათგან 4 ავტომობილი დირექტორის (ამჟამად დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის) ოთხივე მოადგილეს პირადად ემსახურება.
საინტერესოა, რამდენი ავტომობილი ირიცხებოდა NCDC-ის ავტოპარკში გასულ წლებში:
როგორც მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, NCDC-ის ყველაზე მეტი ავტომობილი 2020-2023 წლებში ემსახურებოდა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში კოვიდ პანდემია იყო. ყველაზე მეტი თანხაც სწორედ მაშინ დაიხარჯა საწვავზე.
2018-2024 წლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა საერთო ჯამში 715,079 ლიტრი საწვავი შეიძინა და ამაში 1,731,472 ლარი დაიხარჯა. დეტალური ხარჯები კი ასე გამოიყურება:
*2024 წლის ინფორმაცია მოცემულია 29 თებერვლის ჩათვლით.
სამივლინებო ხარჯები:
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მილიონობით ლარი გამოიყოფა დაავადებათა კონტროლისა და ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების პროგრამის მართვისთვის. 2018-2023 წლის ბიუჯეტი ასე გამოიყურება:
სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარება დაავადებათა კონტროლის სამივლინებო ხარჯები. “ფლანგვის დეტექტორმა” გამოითხოვა ინფორმაცია 2018-2023 წლებში NCDC-ის სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაცია.
როგორც მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყოველწლიურად მიდის მივლინებაში ქვეყნის შიგნითაც და მის ფარგლებს გარეთაც. ყველაზე მეტი თანხა მივლინებებში 2023 წელს დაიხარჯა. აღნიშნულ წელს NCDC მივლინებით იმყოფებოდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, ნორვეგიაში, სერბეთში, უკრაინაში, გერმანიასა და იტალიაში. ამ წელს მივლინებებში საერთო ჯამში 212,000 ლარი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ კოვიდ პანდემიის პერიოდში, 2020-2022 წლებში, ასევე დიდი ოდენობით თანხა დაიხარჯა მივლინებებისთვის. დეტალური ინფორმაცია ხარჯების შესახებ ასე გამოიყურება:
Შეჯამება
ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ განვითარებადია და ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სიღარიბის დაძლევა აქვს, სასურველი და აუცილებელია, რომ სამთავრობო უწყებებმა ბიუროკრატიული ხარჯები მაქსიმალურად შეკვეცონ და არსებული თანხა მხოლოდ მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტებისკენ მიმართონ.
დაავადებათა ეროვნული ცენტრის კვლევის პერიოდში სწორედ ბიუროკრატიული ხარჯების კუთხით რამდენიმე მკაფიო კითხვა გამოიკვეთა.
- Მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში არაერთი არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციის მოწოდება არსებობს, რომ სასურველია შემცირდეს შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა (წინააღმდეგ შემთხვევაში იზრდება კორუფციის რისკი), რატომ ხდება, რომ ყოველწლიურ მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც ჩვენ მიერ გამოკვლეულ პერიოდში არც ერთხელ არ დაპაუზებულა, დასაქმებულები მაინც შტატგარეშე თანამშრომლები არიან და არა – შტატიანი ადამიანები.
- ამასთან ერთად, ინტერესის საგანია, რის ხარჯზე იზრდება შტატგარეშე თანამშრომელა ხელფასები, მაშინ როდესაც, 2023 წლის მონაცემებით დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობამ საგრძნობლად დაიკლო.
- მიუხედავად იმისა, რომ სხვა სამთავრობო უწყებებთან შედარებით, NCDC-ში შესაძლოა ნაკლები რაოდენობის გაპიროვნებულ მანქანებს გადააწყდეთ, სულ მცირე, დასაბუთება სჭირდება ფაქტს, თუ რატომ გახდა საჭირო, რომ ოთხივე მოადგილეს პირადი მანქანა ემსახურებოდეს.
Მიუხედავად აქ და სხვა უწყებებთან არსებული კითხვებისა და პრობლემებისა, სახელმწიფო დაწესებულებები არ ატარებენ ხარჯების მაქსიმალურად დაზოგვის პოლიტიკას, რაც შედეგად, არამხოლოდ არამიზნობრივ ხარჯვაში, არამედ ხელოვნურად გაზრდილ კადრებშიც გამოიხატება.





