საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზების და ხიდების აგება-რეაბილიტაცია-გამაგრების 4 პროექტში თითქმის ₾6 მილიონი გადაიხადა, თუმცა სამუშაოები შეუსრულებელი დარჩა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზებისა და ხიდების აგება-რეაბილიტაცია-გამაგრებისთვის 4 პროექტში 5,963,922.28 ლარი გადაიხადა, თუმცა სამუშაოები ვადაში ვერ დასრულდა და კომპანია შავ სიაში შეიყვანეს. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილია, 2020-2022 წლებში კერძო კომპანია შპს Georgian Bridge Construction-ს 3 სახელმწიფო ტენდერისა და 1 გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში ჯამში 13,718,221.71 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაუფორმა. 

ტენდერის ნომერიხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოხელშეკრულების ღირებულება(ლარში)გადახდილი თანხა(ლარში)
NAT210025911მდინარე ტეხურაზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები3 897 563.001 554 037.25
NAT210013707ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო და მდინარე ხევისწყალზე სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოები4 970 379.711 587 908.19
NAT200010835მდინარე რიონზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობა.  3 317 000.001 622 188.60
CMR210110445სოფელ ბისოსთან ეროზიული პროცესების შედეგად დაზიანებული ფერდობის გამაგრების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოები1 533 279.001 199 788.24

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ამ პროექტების ფარგლებში კომპანიას ჯამში 5,963,922.28 ლარი გადაურიცხა. სამუშაოები ხელშეკრულებებით განსაზღვრულ სამუშაოები ვადებში არ შესრულდა. შედეგად, ხელშეკრულებები შეწყდა, კონტრაქტორი კომპანია კი შავ სიაში შეიყვანეს. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა პირგასამტეხლოსა და ავანსის უკან მოთხოვნის ფარგლებში კომპანიისგან 1,706,815.86₾ დაიბრუნა. 

აღსანიშნავია, რომ სამუშაოების მიღების აქტების შემოწმებების მიხედვით, პირველ ტენდერზე შესასრულებელი სამუშაოს 22%, მეორეზე 10%, მესამეზე კი მხოლოდ 31.65% შესრულდა. რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვას, კომპანიამ შესასრულებელი სამუშაოს 82% შეასრულა. საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მიღებული წერილის თანახმად, აღნიშნულ სამუშაოებზე ტენდერები უახლოეს მომავალში გამოცხადდება. 

თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული პროექტების ხელშეკრულებები 2020-2022 წლებში დაიდო, ტენდერების გამოცხადება კი უახლოეს მომავალში იგეგმება, სავარაუდოა, რომ ხიდებსა და გზებზე განსახორციელებელი სამუშაოები, რომლებიც უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო, მნიშვნელოვანი პერიოდი კიდევ მიმდინარე იქნება. 

წყაროები:

NAT210025911 – შავ სიაში შეყვანის განკარგულება

NAT210013707 – შავ სიაში შეყვანის განკარგულება

NAT200010835 – შავ სიაში შეყვანის ბმული

CMR210110445 – შავ სიაში შეყვანის განკარგულება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილი ტენდერების უახლოეს მომავალში გამოცხადების შესახებ

მსგავსი სტატიები