გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ფლანგვის დეტექტორისთვის მოწოდებული ინფორმაცია ადასტურებს საერთო ტენდენციას, უწყებების ავტოპარკებისა და დაუსაბუთებლად განპიროვნებული მანქანების მომსახურების შესახებ.
2024 წლის I კვარტლის მონაცემებით, გარემოს დაცვისა და სოფლისო მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ ბალანსზე 42 ავტომობილი ირიცხება, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილი მონაცემია. 2018 წლიდან დღემდე სამინისტროში შემდეგი რაოდენობის მანქანები ირიცხება:
Მანქანების აღნიშნული რაოდენობა სამინისტროს ცენტრალურ ბალანსს ეკუთვნის და არ მოიცავს რეგიონალური სამსახურის ავტომობილებს, რომელიც 2019 წლიდან ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს გადაეცა. Მაგალითისთვის, 2018 წელს რეგიონალური სამსახურისთვის 54 ავტომობილი იყო განკუთვნილი. Შესაბამისად, გამოდის, რომ ჯამურად სამინისტროს ყოველწლიურად დაახლოებოთ 100-მდე ავტომობილი ჰყავს ავტოპარკში.
ფლანგვის დეტექტორი ასევე დაინტერესდა, სამინისტროს ცენტრალური ავტოპარკიდან წლიდან წლამდე რამდენია თანამდებობის პირებზე განპიროვნებული მანქანა.
Შეგახსენებთ, რომ “განპიროვნებული ავტომობილი ‑ ავტოსატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც იმყოფება კონკრეტული დაწესებულების ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე”.
აღმოჩნდა, რომ სამინისტროს ცენტრალურ ბალანსზე არსებული ავტომობილების თითქმის ნახევარი ყოველწლიურად თანამდებობის პირებზეა განპიროვნებული. 2018 წლიდან 2024 წლის I კვარტლის ჩათვლით, ყოველწლიურად (გამონაკლისი მხოლოდ 2023 წელია) განპიროვნებული იყო 24 მანქანა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს 5 მოადგილე ჰყავს, რომელთაგან თითოეულს ყოველწლიურად განპიროვნებული მანქანა ემსახურება. ამასთან ერთად, განპიროვნებული მანქანები ემსახურებათ დეპარტამენტებისა და სამმართველოების უფროსებს.
აღსანიშნავია, რომ ჯამურად, მხოლოდ განპიროვნებულმა მანქანებმა 2020 წლიდან 2023 წლის ჩათვლით დახარჯეს 601,898 ლარის საწვავი, რაც 232,618 ლიტრია.
ამავე წლებში, მინისტრისა და ხუთივე მოადგილის განპიროვნებული მანქანების მიერ მოხმარებულმა საწვავმა 88,597 ლიტრი შეადგინა, რაშიც 229,490 ლარი დაიხარჯა.
ყველაზე მეტ საწვავს ორი სხვადასხვა მანქანა მოიხმარდა (ტოიოტა Camry და ტოიოტა Prado), რომელთაგან ორივე მინისტრის მოადგილეებზეა გაპიროვნებული:
2020 წელს: მოადგილე (Camry) – 4,637 ლიტრი, 8,776 ლარი;
2021 წელს: მოადგილე (Prado) – 6,464 ლიტრი, 16,100 ლარი;
2022 წელს: მოადგილე (Prado) – 6,441 ლიტრი, 23,461 ლარი;
2023 წელს: მოადგილე (Camry) – 5,304 ლიტრი, 13,909 ლარი.
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერი დასაშვებად ცნობს მინისტრისთვის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტების უფროსებისთვის განპიროვნებული მანქანების მომსახურებას, ბუნდოვანია, რატომ არის საჭირო მანქანების მომსახურება ხუთივე მოადგილისა და თითოეული დეპარტამენტის უფროსისთვის.
გაეცანით ფლანგვის დეტექტორის სხვა კვლევებს ავტოპარკისა და განპიროვნებული მანქანების შესახებ:





