2024 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი” მიიღო.
მმართველი პარტია, რომელიც აღნიშნული კანონის ინიციატორი გახლდათ, მუდმივად არწმუნებდა საზოგადოებას, რომ კანონის მიღების მთავრი მიზანი – საქართველოს სუვერინეტის გაძლიერება და გამჭვირვალობაა.
ეს სიტყვები პარტია ქართული ოცნების საპატიო თავჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაშიც რამდენჯერმე მოვისმინეთ, როდესაც მან რეგიონებიდან საგანგებოდ ჩამოყვანილ მოსახლეობას, საყოველთაო- სახალხო, შეკრების დროს მიმართა.
“ მაინც რატომ იბრძვიან უცხოეთიდან ასეთი გამალებით „ენჯეოების“ გამჭვირვალობის წინააღმდეგ? ჩვენი გუნდის წარმომადგენლები ამ შეკითხვას სწორი მიმართულებით პასუხობენ, თუმცა სრული სიმართლის თქმას ისინი მაინც ერიდებიან. სრული სიმართლე კი ისაა, რომ „ენჯეოების“ გაუმჭვირვალე დაფინანსება არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება გარედან შეგიძლია დანიშნო…
“..სწორედ საქართველოს სუვერენიტეტის გამყარებას ემსახურება ქართული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ — მოვისმინეთ ბიძინა ივანშვილის გამოსვლაში.
საინტერესოა, რომ მაშინ როდესაც ქვეყნის არაფორმალური ლიდერი გამჭვირვალობის არგუმენტით “იღებს” კანონს, რომელიც არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების და მედია სექტორის განადგურებას ემსახურება, არამედ ქვეყანას დასავლელ პარტიორებს აშორებს, თავად არის ყველაზე გაუმჭვირვალე.
საქციო საზოგადოება ქართუ ჯგუფის საბოლოო ბენეფიციარი მფლობელიც ბიძინა ივანიშვილის შვილი უტა ივანიშვილია. ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, სს ქართუ ჯგუფის საქმიანობის სფეროს საბანკო კომერციული საქმიანობა, სადაზღვევო საქმიანობა, სესხებისა და გარანტიების გაცემა, ოპერაციები ფასიანი ქაღალდებით, უცხოური ვალუტით, აგრეთვე დეპოზიტების მოზიდვა წარმოადგენს.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მიზნებისთვის, კომპანიები მათი შემოსავლისა და აქტივების მიხედვით ოთხ კატეგორიად იყოფიან.
როგორ არის ქოლ-ცენტრი ორგანიზებული
„თაღლითთა იმპერიის“ გაჟონილი მონაცემები აჩვენებს, რომ თაღლითური ქოლ-ცენტრების აგენტები, როგორც წესი, ორ ფართო ჯგუფად იყოფიან. ასეა მოწყობილი A.K. Group-იც.
„კონვერსიის“ გუნდი, რომელიც სამიზნე აუდიტორიას ყალბ რეკლამაზე დაწკაპუნების შემდეგ უკავშირდება, ცდილობს ისინი თაღლითურ სამყაროში ჩაითრიოს. როგორც წესი, ამ გუნდში ახალწვეულები არიან, რომლებიც ახლა სწავლობენ თაღლითობის ხელოვნებას. ისინი კლიენტს ჰპირდებიან, რომ დააკავშირებენ გამოცდილ ბროკერს, რომელიც მას ფულის გამომუშავებაში დაეხმარება.
უფრო გამოცდილი თაღლითები “შენარჩუნების” გუნდში არიან, რომელიც მსხვერპლიდან რაც შეიძლება მეტი ფულის გამოძალვაზეა ორიენტირებული. ამ ჯგუფში არის სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალზე ფოკუსირებული ცალკე ქვე-ჯგუფები. თითოეულს განსხვავებული გაყიდვების გეგმა აქვს – იმის მიხედვით, თუ რამდენად მომგებიანია ბაზარი. თითოეულ გუნდს ჰყავს ლიდერი და რამდენიმე აგენტი, რომლებიც რეალურად ახორციელებდნენ ზარებს.
A.K. Group-ში არსებობდა მცირე “შენარჩუნების“ გუნდები, რომლებიც ფოკუსირებული იყვნენ გერმანულ, ესპანურ, რუსულ და არაბულ ენაზე მოლაპარაკეებზე, ასევე სამი ინგლისურენოვანი გუნდი, რომლებიც ყველაზე უკეთ ახერხებდნენ ფულადი სახსრების მოზიდვას. ცხრილების მიხედვით, რომლებიც კლიენტებსა და შემოსავალს აჩვენებს, გასულ წელს ქოლ-ცენტრის ინგლისურენოვანი “შენარჩუნების“ განყოფილებამ დაახლოებით 15.6 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.
1-4 კატეგორიის კომპანიები ვალდებულები არიან “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს” 1-ლ ოქტომბრამდე წინა წლის ფინანსური ანგარიშგება წარუდგინოს.
სს ქართუ ჯგუფი, რომელიც 2018-2019 წლებში მეორე ზომითი კატეგორიის საწარმოს მიეკუთვნებოდა. კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებას 2019 წლიდან არ აქვეყნებს.
ფლანგვის დეტექტორმა, “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს” მიმართა წერილით, იმის დასადგენად, თუ რატომ არ არის ამ დრომდე, 2020-2022 წლების ანგარიშგებები გამოქვეყნებული. ცნობისთვის, 2024 წლის 1 ოქტომბრამდე კომპანია, სს ქართუ ჯგუფს, აქვს დრო რომ წარადგინოს 2023 წლის ფინანსური ანგარიშგება.
სამსახურის მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, სს ქართუ ჯგუფის მიმართ, 2020-2021 წლებისნ“საანგარიშგებო პერიოდის ანგარიშგების წარუდგენლობასთან დაკავშირებით ზემოხსენებული საწარმოს მიმართ “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის” მხრიდან გაცემული არის წერილობითი გაფრთხილების, ჯარიმისა და ორმაგი ჯარიმის აქტები.
ხოლო რაც შეეხება კომპანიის 2022 წლის ფინანსურ ანგარიშგებას, სამსახურის მიერ მოწოდებული წერილში ვკითხულობთ, რომ კომპანია 2022 წელს, IV (მეოთხე) ზომითი კატეგორიის საწარმოს წარმოადგენდა.
აღნიშნული ინფორმაცია სამსახურმა სსიპ – შემოსავლების სამსახურისგან მოწოდებული და მასთან დაცული ინფორმაციის ურთიერთშეჯერების შედეგად დადგინა.
IV (მეოთხე) ზომითი კატეგორიის საწარმო, ვალდებულია წარადგინოს ფინანსური ანგარიშგება, თუმცა ის არ არის საჯაროდ ხელისაწვდომი.
2022 წელს, კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის სს ქართუ ჯგუფის მიმართ გაიცა მხოლოდ წერილობითი გაფრთხილება.
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის თანახმად, მეორე კატეგორიის საწარმოსთვის ჯარიმა, პირველ ჯერზე, 5000 ლარს შეადგენს, ხოლო თუ კომპანია ანგარიშგებას კვლავ არ წარდგენს, მას ორმაგი ჯარიმა 10,000 ლარის გადახდა ეკისრება. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს კომპანიას ფინანსური ანგარიშგების წარგენისგან.
ხოლო, რაც შეეხება სს ქართუ ჯგუფზე დაკისრებულ ჯარიმებს, წერილში ვკითხულობთ, რომ საწარმოს მიმართ გაცემულია ჯარიმის და ორმაგი ჯარიმის აქტები, რაც გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ კომპანიას სულ მცირე 15,000 ლარის ოდენობით ჯარიმა აქვს დაკისრებული.
რასაკვირველია, სს ქართუ ჯგუფისთვის ამ თანხის გადახდა სულაც არ არის რთული, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ქონებამ 2024 წელს, ბლუმბერგის მონაცემებით 7.35 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
ცალსახაა, რომ ქართული ოცნება და მისი ლიდერი, რომელიც ცდილობს საზოგადოებას ე.წ “აგენტების კანონი” გამჭვირვალობის არგუმენტით შეუფუთოს, თავად ყველაზე გაუმჭვირვალეა. სუსტი კანონმდებლობა კი ოლიგარქს აძლევს შესაძლებლობას, მისი კომპანიის ფინანსები დამალოს იქამდე, სადამდეც ჯარიმას გადაიხდის.





