ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრმა რუსული სანქცირებული კომპანია კამაზის, თვითმცლელი სატვირთო მანქანა შეისყიდა. სანქცირებული კამაზის შესყიდვაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 64, 350 ლარი დაიხარჯა.
რუსული კოპანია KAMAZ-ი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა რუსეთის ბაზარზე, რომელიც სატვირთო მანქანების წარმოების მოცულობით მსოფლიოს პირველ ოცეულში შედის. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შედეგ, KAMAZ რუს სამხედროებს ჯავშანტექნიკას აწვდის.
კომპანია აფილირებულია რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია Rostec-თან, რადგან მისი წილების 50 პროცენტი სწორედ Rostec-ის საკუთრებშია. შესაბამისად, არ არის მოულოდნელი, რომ 2022 წლის მარტში რუსული კომპანია KAMAZ-ი აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) დაასანქცირა. კომპანია დაასანქცირა ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმაც, ესენია: დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია ახალი ზენლანდია, შვეიცარია.
საინტერესოა, რომ OFAC-მა ასევე დაასანქცირა KAMAZ-თან დაკავშირებული ყველა კომპანია, რომელიც კონტროლდება KAMAZ-ის მიერ ან მისი სახელოთ ოპერირებს ბაზარზე.
აღნიშნული KAMAZ-ის ფირმის თვითმცლელი მანქანის შესასყიდად ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრმა, 2024 წლის თებერვალში ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ელ.ტენდერში მონაწილეობა ორმა პრეტენდენტმა მიიღო, შპს დათომ და ფიზიკურმა პირმა ალექსი გელაშვილმა. ხელშეკრულება საბოლოოდ ფიზიკურ პირთან, ალექსი გელაშვილთან გაფორმდა, რომელმაც მეორე პრეტენდენტზე დაბალი ფასი შესთავაზა შემსყიდველს.
ალექსი გელაშვილი 2022 წლიდან ინდივიდუალურ მეწარმედ არის დარეგისტრირებული, დარეგისტრირებიდან დღემდე 27 ელ.ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული და მათი ღირებულება 572,405 ლარს შეადგენს.
საინტერესოა ხელშეკრულების დეტალები, რომელიც ეჭვეს ბადებს, რომ ჩხორიწყუს მუნიციპალიტეტის ა(ა)იპს არ სურდა ხელშეკრულებაში თვითმცლელი ავტომანქანის მწარმოებელი ქვეყნის და კომპანიის მითითება.
როგორც წესი, ხელშეკრულების გაფორმებისას, მიმწოდებლის მიერ ხდება მანქანის ფირმისა და მწარმოებელი ქვეყნის მითითება, თუმცა ამ შემთხვევაში ხელშეკრულებაში ეს დეტალები არ იქნა წარმოდგენილი.
დამატებით ინფორმაციას თვითმცლელელი მანქანის შესახებ მხოლოდ სახ. შესყდვის ვებ-გვერდზე ვხდებით, რა დროსაც შესყიდვების სააგენტოს მიერ ვებ-გვერდზე ხდება კლასიფიკატორის გამოქვეყნება – რაც გულისხმობს შესყიდვის საგნის მწარმოებელის და მოდელის მითითებას. რუსეთის ფედერაცია, კომპანია კამაზი, ვკითხულობთ აღნიშნული სახ. შესყიდვის შემთხვევაში.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ, ხელშეკრულების განსაზღვრული თანხა 64,350 ლარი სრულად 2024 წლის 7 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან სრულად გადარიცხა. სახ. შესყიდვების ვებ-გვერდზე ამ დრომდე არ არის ატვირთული მიღება ჩაბარების დოკუმენტაცია. იქიდან გამომდინარე, რომ თანხა სრულად იქნა გადახდილი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სანქცირებული კამაზის თვითმცლელი მანქანა უკვე ჩხორიწყუს მუნიციპალიტეტს ემსახურება.
ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ს სწორედ რუსული სანქცირებული KAMAZ-ის შესყიდვა სურდა.
2023 აგვისტოში ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრმა ელექტრონული ტენდერი (NAT230017865) გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 78,000 ლარს შეადგენდა. ელ.ტენდერის მიზანი კი მაშინაც თვითმცლელი სატვირთო მანქანების შესყიდვა იყო, უფრო კონკრეტულად კი აღნიშნული ა(ა)იპ მიმწოდებელი კომპანიისგან რუსული წარმოების ურალისა და კამაზის ფირმის თვითმცლელი ორი მანქანის შესყიდვას გეგმავდა.
ელ.ტენდერს ორი პრეტენდენტი ჰყავდა, საბოლოოდ კი ხელშეკრულება დაბალი ფასის (63,999) შეთავაზების გამო შპს ბით პრო მშენთან გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხევავაშიც, ხელშეკრულების იმ თავში, რომელიც შესყიდვის საგანს ეხებოდა, არაფერი იყო ნათქვამი თვითმცლელ ავტომანქანებზე, მათ შორის, მათი წარმოების ადგილზე. აღნიშნული ხელშეკრულება მხარეებს შორის 2023 წლის სექტემბერში გაფორმდა, თუმცა ამავე წლის ნოემბერში გამოცემული ოქმის მიხედვით, კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა.
საინტერესოა, რომ კომპანია, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა 2022 წელს არის დაარსებული. სადამფუძნებლო დოკუმენტის მიხედვით, კომპანიას ერთადერთი დამფუძნებელი გელა პერტაია იყო. 2022 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვითაც, კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი თვითონვე იყო.
კომპანიას ჯამში 20 ელ.ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათი ჯამური ღირებულება 323,241 ლარია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო რუსეთის ფედერაციაში დამზადებულ ავტომობილებს ყიდულობს. მაგალითად, 2022 წელს შპს თბილსერვის ჯგუფმა 4,442,244 ლარი გადაიხადა რუსული ფირმის მანქანების შესაძენად. მეტი დეტალისთვის გაეცანით ჩვენს კვლევას.
წყარო:
- სახელმწიფო შესყიდვის კოდი: NAT240002184
- სახელმწიფო შესყიდვის კოდი: NAT230017865





