Facebook-მა ოცნების მაღალჩინოსნების სარეკლამო პოსტები სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო წაშალა.

“აგენტების კანონის” მეორედ დაინიცირების შემდეგ, მმართველი პარტიის წევრები აქტიურად ცდილობდნენ, კანონთან დაკავშირებით სოციალური მედიის გზით მცდარი ნარატივების გავრცელებას.

“ფლანგვის დეტექტორი” დაინტერესდა, რა თანხებს ხარჯავენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ე.წ რუსული კანონის შესახებ პოსტების დარეკლამებაში.

დეტალურად იხილეთ აქ:

ფაქტია, რომ მმართველი პარტიის წევრები ცდილობენ დარეკლამებული პოსტებით გაავრცელონ მცდარი ნარატივი და ზიანი მიაყენონ კრიტიკულ მედია საშუალებებს, პარალელურად კი Meta მათ პოსტებს შესაბამისი სტანდარტების დარღვევის გამო შლის. 

მსგავსი სტატიები